Accessibility links

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი შედეგებით, ლიდერობს აბდულა აბდულა


ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ნაწილობრივი შედეგებით, ლიდერობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, აბდულა აბდულა. მეორე ადგილზეა ფინანსთა ყოფილი მინისტრი, აშრაფ ღანი. საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 5 აპრილს გაიმართა. ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ცნობით, პირველი ნაწილობრივი შეგედები ეფუძნება ხმების 10%-ის დათვლას. ამ მონაცემებით, აბდულას ერგო ხმების 41,9%, ღანის - 37,6%. არჩევნების საბოლოო შედეგები მაისის ბოლოს არის მოსალოდნელი. 5 აპრილის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12 მილიონი ამომრჩევლიდან შვიდმა მილიონმა, თალიბი ექსტრემისტების მუქარის მიუხედავად.
XS
SM
MD
LG