Accessibility links

logo-print

აშშ გმობს რუსეთის როლს აღმოსავლეთ უკრაინის არეულობაში


გაეროში აშშ-ის ელჩის, სამანთა პაუერის აზრით, უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენები შეიცავს „მოსკოვის მონაწილეობის მამხილებელ ნიშნებს“. უკრაინის მომხრე აქტივისტებმა 12 აპრილს დაამყარეს კონტროლი რამდენიმე შენობაზე ქალაქ სლოვიანსკში და დაიპყრეს შენობები აღმოსავლეთ უკრაინის სხვა ქალაქებშიც, რასაც მოჰყვა კიევის მიერ „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყება. სამანთა პაუერმა 13 აპრილს ამერიკულ ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში ისაუბრა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტივისტების მიერ ჩატარებულ აქციებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, პროფესიონალურ დონეზეა მომზადებული და კოორდინირებული. მისივე თქმით, აშშ მზად არის, გაზარდოს სანქციები, „თუ გაგრძელდება იმ სახის აქციები, რომლებიც ბოლო დღეებში ვიხილეთ“. რუსეთის მიერ მარტში ყირიმის ანექსიის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს ადანაშაულებენ ევროპის დესტაბილიზაციაში და დაწესებული აქვთ სანქციები რუსეთის ზოგი მოქალაქისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG