Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი: ევროპული არჩევანი „ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს“


საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული არჩევანი არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოლიტიკოსის, ან სახელმწიფო მოღვაწის არჩევანი - ეს არის არჩევანი, რომელიც „ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს“. მარგველაშვილმა ეს სიტყვები წარმოთქვა კვირას თბილისში, აქცია-კონცერტზე სახელწოდებით „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“. „ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა. ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც შექმნეს ლაღი ქვეყანა, ლაღი საქართველო! ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც თავისუფლება, სულიერი თავისუფლება, სხვისი მიმღებლობა, ტოლერანტობა ჩადეს ჩვენი კულტურის საფუძველში“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა აქცია-კონცერტზე, რომელსაც წინ უსწრებდა თბილისშივე, საქართველოს მთავრობის ადმინსტრაციის შენობასთან გამართული მშვიდობიანი აქცია „არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!“ მის ორგანიზატორ საზოგადოება „ივერიის“ განცხადებით, აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ რამდენიმე მოთხოვნით, მათ შორის არის მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის კონტროლზე აყვანის და „აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის“ სახელმწიფო სიმბოლიკის საჯარო გამოყენების აკრძალვის შესახებ.
XS
SM
MD
LG