Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: თამარ ბურჭულაძე

ხუთი წლის მანძილზე Deactivate-ის სურვილი მილიონჯერ მაინც გამჩენია. დიახ, მილიონჯერ მაინც მომდომებია Facebook-ის გაუქმება, მაგრამ ორი მილიონი მიზეზი მომინახავს, იმისთვის, რომ არ გამეუქმებინა, დაწყებული თამაშებიდან, რომლებსაც სოციალური ქსელის გარეშე ვეღარ თამაშობ, გაგრძელებული იმით, რომ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიქნები-მეთქი. ასე იყო თუ ისე, ფაქტი ერთია, სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არასოდეს გამიკეთებია. თითქოს რა უნდა, კაცმა, რომ თქვას , ერთი ხელის მოსმაა საჭირო და ქრები ვირტუალური სამყაროდან. ზუსტად ამის მეშინოდა, დღეს როგორც ვხვდები.
დღეს ხომ ასეა, ვირტუალურად თუ არ არსებობ, ე.ი. არც რეალურად არსებობ, უფრო სწორედ კი შენ ხარ, სხვამ კი არ იცის. შენ ცხოვრობ, ერთობი, შრომობ, განიცდი სიხარულსა თუ ტკივილს, მაგრამ შენს გარდა არავინ იცის. მოგზაურობ, ჰქმნი ოჯახს, აჩენ შვილებს, ზრდი მათ, გასაკვირია და საჭმელსაც ჭამ, მაგრამ შენთვის ჩუმად და მშვიდად. სხვისთვის კი არ ხარ, რადგან არ არის ამის დამადასტურებელი ვირტუალური ფაქტები. დღეს ხომ მოდაშია, ყველაფრის აფიშირება , რასაც აკეთებ, თუნდაც იმის, რასაც სულ რაღაც ათი წლის წინად საგულდაგულოდ ვმალავდით.
ბოლოს ვატყობდი, რომ ყველაფერმა დამღალა,დამღალა პოლიტიკის ლანძღვამ, დამღალა ქვეყნის ლანძღვამ, დამღალა „სელფების“ მოყვარულთა ლანძღვამ, დამღალეს „სელფების“ მოყვარულებმა, დამღალა ბევრმა ნეგატივმა და უფრო დამღალა ფსევდო პოზიტივმა, დამღალა ყველაფრის გაზიარებამ და ვითომ გაზიარებამ, აი, იმან, თან რომ გიზიარებს და თან, რომ „საიდუმლოს თავისთვის იანახავს“. აი იმან „აუუ, როგორი ბედნიერი ვააარრ!! (ხო, ბევრი რრ-ებით და ბევრი ააა-ებით“) ამ ბევრმა ააა-ებმაც დამღალა. . . „ ძაააან ცუდად ვარ“ . და კითხვაზე, „რა მოხდა“ პასუხს, რომ არ გცემს. თან, რომ ამბობს და თან რომ არა.
დამღალა იმან, იმ პერიოდს რომ მისტირის ყველა, როდესაც არ იყო მობილური, ინტერნეტი. როდესაც იყო ურთიერთობა, როდესაც იყო ეზო, მეზობელი, როდესაც იყო დაჭერობანა. დამღალა იმან, ყველას 90-იანები რომ ენატრება, რადგან “ყველანი ერთად ვიყავით”. ერთი სიტყვით, დამღალა ყველამ და ყველაფერმა, რასაც ვირტუალური თუ „ონალინ“ ცხოვრება ჰქვია.
ერთ საღამოს, ზუსტად გუშინ წინ, მივხვდი, ან ჩემი ვირტუალური მეგობრების დიდი ნაწილი უნდა ამომეშალა ვირტუალურივე სამეგობროდან, ან თვითონ უნდა წავსულიყავი ვირტუალურ შვებულებაში. ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, მეორეს სასარგებლოდ ჩამოვყალიბდი. განაწყენებული არავინ მინდა, თუნდაც იყოს ვირტუალური. . . Reason for leaving (required) It’s temporary. I’ll be back.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG