Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა აქცია კრემლის საინფორმაციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად


მოსკოვში, სულ ცოტა, 5000 ადამიანი შეიკრიბა ანტისამთავრობო აქციაზე დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის და რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში უკრაინის ამბების გაშუქების გასაპროტესტებლად. მოსკოვის ცენტრში გამართულ აქციას „სიმართლის მარში“ უწოდეს. შეკრებილების წინაშე გამოსვლისას, ისტორიკოსმა ანდრეი ზუბოვმა თქვა, რომ ტელევიზიაში ხალხის მოტყუებით, მთავრობას ქვეყანა „უფსკრულისაკენ“ მიჰყავს. რუსეთის სახელმწიფო მედია „ფაშისტურს“ უწოდებს უკრაინის პროდასავლურ მთავრობას. კრემლი უარყოფს მედიაზე ზეწოლის და ცენზურის ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG