Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი ნაწილობრივი შედეგებით აბდულა აბდულა ლიდერობს


ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ნაწილობრივი შედეგების თანახმად, კანდიდატთა შორის ლიდერობს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა. მას მოსდევს ყოფილი ფინანსთა მინისტრი აშრაფ ღანი. ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის განცხადებით, პირველადი შედეგები ეფუძნება ხმების 10%-ს, რომელიც 26 პროვინციიდან არის მიღებული (სულ 34 პროვინციაში ჩატარდა არჩევნები) და აჩვენებს, რომ აბდულა აბდულა ლიდერობს 41,9%-ით, აშრაფ ღანის კი ამ ეტაპზე ხმების 37,6 პროცენტი აქვს მიღებული. მესამე ადგილზე მყოფ კანდიდატს - ზალმაი რასულს ხმების 9,8% აქვს ამ ეტაპზე. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აჰმად იუსუფ ნურისტანიმ განაცხადა, რომ ხმების დათვლა გრძელდება და ლიდერი კანდიდატები შესაძლოა შეიცვალონ. ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები 24 აპრილს გამოქვეყნდება. თუკი ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმების 50%-ზე მეტს, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც დაწინაურებული ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. მეორე ტურის საკითხი გადაწყდება მაისის ბოლოს, როცა არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება. არჩევნებში გამარჯვებული შეცვლის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის. 5 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში, თალიბანისგან მუქარის მიუხედავად, ავღანეთის 12 მილიონი რეგისტრირებული არმომრჩევლიდან 7-მა მილიონმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG