Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშარ ალ-ასადი სირიაში "შემობრუნების მომენტზე" ალაპარაკდა


13 აპრილს სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ სირიაში სამწლიანი სამოქალაქო ომი, რომელსაც 150 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მთავრობის სასარგებლოდ ტრიალდება. ასადის განცხადება სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანამ“ გაავრცელა. ასადი თვლის, რომ კონფლიქტმა „შემობრუნების მომენტს“ მიაღწია. ბოლო თვეებში სირიის არმიამ წინ წაიწია და მეამბოხეთა პოზიციები აიღო ლიბანთან საზღვრის ახლოს მდებარე არეალში, აგრეთვე ჰომსის პროვინციაში. სირიაში ამბოხების დაწყებიდანვე - 2011 წლიდან პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი არეულობაში უცხოეთის მიერ მხარდაჭერილ „ტერორისტებს“ სდებს ბრალს და არ მიაჩნია, რომ სირიაში პოლიტიკური ცვლილებებისთვს რაიმე საფუძველი არსებობდეს.
XS
SM
MD
LG