Accessibility links

სეპარატისტებმა უპასუხოდ დატოვეს უკრაინის ხელისუფლების ულტიმატუმი


უკრაინის მთავრობის მიერ პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ყოველგვარი რეაგირების გარეშე ამოიწურა. ხელისუფლების მოთხოვნა იყო სეპარატისტების მიერ იარაღის ჩაბარება და უკრაინის აღმოსავლეთში უკანონოდ დაკავებული ადმინისტრაციული შენობების გათავისუფლება. „როიტერზის“ კორესპონდენტის ცნობით, სლოვიანსკში, პოლიციის შენობაზე კვლავაც რუსეთის დროშა ფრიალებს. ლუგანსკში პრო-რუსულად განწყობილმა აქტივისტმა „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ ვითარებას კვლავაც სეპარატისტები აკონტროლებენ. რუსეთმა უკრაინის ხელისუფლებას აქტივისტების მიმართ ძალის გამოუყენებლობისკენ მოუწოდა. უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთი კი მოსკოვს აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის ხელოვნურად შექმნაში სდებენ ბრალს.
XS
SM
MD
LG