Accessibility links

logo-print

ავღანეთში ჩავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე ბატალიონი


ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ჩავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე ბატალიონი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას მომავალი 6 თვის განმავლობაში შეასრულებენ ჰელმანდის პროვინციაში. ქართული ბატალიონი აშშ-ის საზღვაო ქვეითების დაქვემდებარებაში იქნება.
XS
SM
MD
LG