Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება


საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ყველა პარტიას ჰქონდეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მორატორიუმი გამოაცხადა და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკავონ თავი საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილე პირთა დაკავებისა და უფლებების კანონიერი შეზღუდვისგან. „ეს უნდა იყოს უკიდურესი ზომა და ამასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მკაფიოდ დასაბუთებული და გარდაუვალი აუცილებლობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
XS
SM
MD
LG