Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელგუჯა ხოკრიშვილი უხელმძღვანელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ელგუჯა ხოკრიშვილის კანდიდატურა წარადგინა დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ელგუჯა ხოკრიშვილს, რომელიც დღემდე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო, აქვს შესანიშნავი კვალიფიკაცია, მრავალმხრივი განათლება და გამოცდილება და ყველა უნარი საიმისოდ, რომ სამინისტროს წარმატებით უხელმძღვანელოს. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა დავით ნარმანიამ, რომელიც თბილისის მერის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატია.
XS
SM
MD
LG