Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის ოლქში ამოქმედდა სპეცოპერაციის რეჟიმი


სპეცოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა უკრაინის დონეცკის ოლქში მას შემდეგ, რაც სეპარატისტულად განწყობილმა ჯგუფებმა უარი თქვეს იარაღის ჩაბარებასა და ადმინისტრაციული შენობების დატოვებაზე. დონეცკის ოლქის გუბერნატორის სერგეი ტარუტას განცხადებით, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა მშვიდობის და წესრიგის დაცვაა. გუბერნატორმა დონეცკელებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აყვნენ. გასული შაბათიდან მეამბოხეთა ხელში რჩება დონეცკის ქალაქ სლავიანსკის მილიციის შენობა. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა სლავიანსკში მოკლეს უკრაინის უშიშროების სამსახურის 2 ოფიცერი და 2 სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG