Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურჩინოვისათვის მისაღებია უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარება


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრ ტურჩინოვი, მისივე თქმით, „არ არის წინააღმდეგი“, რომ უკრაინაში რეფერენდუმი ჩატარდეს 25 მაისს - საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. ტურჩინოვი გამოთქვამს რწმენას, რომ უკრაინელების უმრავლესობა მხარს დაუჭერს „დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და ერთიან“ უკრაინას. ტურჩინოვი ამ განცხადებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც დღეს დილით სეპარატისტების რეაგირების გარეშე ამოიწურა მათთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა. უკრაინის ცენტრალური მთავრობა მათგან მოითხოვს იარაღის ჩაბარებას და აღმოსავლეთ უკრაინაში ოკუპირებული შენობების დატოვებას. ადგილზე მყოფი კორესპონდენტების ცნობით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სეპარატისტები კიევის მოთხოვნების შესრულებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG