Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი ევროკავშირს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციისაკენ


ბრიტანეთი ევროკავშირს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესებისაკენ, აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის გამწვავებაზე საპასუხოდ. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე: „არ შეიძლება, რეალურად ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ ეს არის დაგეგმილი და შემოტანილი რუსეთის მიერ. აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებში მონაწილე პირები კარგად არიან შეიარაღებული, კარგად გაწვრთნილი, კარგად აღჭურვილი, კარგად კოორდინირებული და მოქმედებენ ზუსტად ისე, როგორც ყირიმში მოქმედებდნენ, როგორც გაირკვა, რუსი ჯარისკაცები, ვიდრე რუსეთი სრულ სამხედრო კონტროლს დაამყარებდა ყირიმზე. ასე რომ, სახეზეა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენობის მორიგი უხეში, განზრახ და წინასწარ დაგეგმილი დარღვევის ყველა ნიშანი“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ევროკავშირს უკვე დაწესებული აქვს ზომები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს სანქციები ითვალისწინებს კონკრეტული პირებისთვის ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას და მათი საბანკო ანგარიშების გაყინვას.
XS
SM
MD
LG