Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი "დიდი შეშფოთებით" ადევნებს თვალს ვითარებას აღმოსავლეთ უკრაინაში


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი „დიდი შეშფოთებით“ ადევნებს თვალს ვითარებას უკრაინაში. პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა ასევე, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებიდან ბევრი მიმართავს პირდაპირ პუტინს, ვითარებაში ამათუიმ ფორმით ჩარევის თხოვნით. კრემლის ამ განცხადების ფონს ქმნის ცნობები, რომ პრომოსკოვურად განწყობილ აქტივისტებს დაპყრობილი აქვთ მთავრობის შენობები აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე ქალაქში. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს ადანაშაუელებენ არეულობის მართვაში.
XS
SM
MD
LG