Accessibility links

logo-print

აშშ უკრაინას აძლევს მილიარდი დოლარის საკრედიტო გარანტიას


აშშ-მა ხელი მოაწერა მილიარდი დოლარის საკრედიტო გარანტიას უკრაინისათვის. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯეიკობ ლიუს განცხადებით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს 14 აპრილს, ვაშინგტონში უკრაინის ფინანსთა მინისტრთან, ალექსანდრ შლაპაკთან შეხვედრის შემდეგ. როგორც ლიუმ აღნიშნა, ეს ნაბიჯი ცხადჰყოფს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. აშშ-ის განცხადებით, საკრედიტო გარანტია შეესატყვისება რეფორმის პროგრამას, რომელიც უკრაინის მთავრობისთვის მოამზადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. სავალუტო ფონდი უკრაინას პირდება 14-18 მილიარდამდე დოლარის კრედიტებს, რომლებიც დამოკიდებულია უკრაინაში სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაზე. ასევე 14 აპრილს ევროკავშირმა გამოაცხადა უკრაინის დასახმარებლად მილიარდი ევროს მომცველი ზომების მხარდაჭერის შესახებ. ეს მილიარდი ევრო დაემატება 610 მილიონ ევროს, რომელიც ევროკავშირმა დაამტკიცა, მაგრამ ჯერ არ მიუწოდებია კიევისთვის.
XS
SM
MD
LG