Accessibility links

logo-print

ობამასა და პუტინის სატელეფონო საუბარზე ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი


თეთრი სახლი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოხატა „ღრმა შეშფოთება“ რუსეთის მიერ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას აგრეთვე განაცხადა, რომ მოსკოვს მეტის გადახდა მოუწევს, თუკი არ შეწყვეტს უკრაინაში მოქმედებებს. ბარაკ ობამამ მოუწოდა ვლადიმირ პუტინს გამოიყენოს ზეგავლენა შეიარაღებულ, პრო-რუსულად განწყობილ ჯგუფებზე და აიძულოს ისინი დატოვონ აღმოსავლეთ უკრაინაში დაკავებული შენობები. ობამამ პუტინს განუცხადა, რომ დაძაბულობის შესამსუბუქებლად რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის მთავრობის „აღსანიშნავ თავშეკავებას“.
XS
SM
MD
LG