Accessibility links

logo-print

ერაყის ხელისუფლება გეგმავს მეამბოხეებზე საჰაერო იერიშს


სამხედრო თვითმფრინავებიდან გადაყრილი საინფორმაციო ფურცლების საშუალებით ერაყის ხელისუფლებამ ქალაქ ფალუჯაში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის სამ დღეში დატოვებისკენ მოუწოდა, დაგეგმილი ინტენსიური საჰაერო დაბომბვის გამო. უკვე თვეებია, ერაყის უშიშროების ძალები ვერ უმკლავდებიან ფალუჯაში მებრძოლ ისლამისტ მეამბოხეებს. მეამბოხეები აკონტროლებენ ფალუჯის ზოგიერთ ნაწილს და მეზობელ ქალაქ რამადის - მთლიანად. ფალუჯაც და რამადიც ანბარის პროვინციაში მდებარეობს. ერაყის მთავრობის წევრის ცნობით, მეამბოხეებმა კვლავ დაკეტეს ფალუჯის კაშხალი, რომელიც მდინარე ევფრატზე წყლის მთავარი წყაროა. ბაღდადში აშშ-ის საელჩომ 14 აპრილს გაავრცელა განცხადება და დაგმო „მიმდინარე ტერორისტული აქტები“, რომლებსაც აწყობს ჯიჰადისტთა დაჯგუფება - „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“, დაგმო აგრეთვე ევფრატზე კაშხლის დაკეტვა.
XS
SM
MD
LG