Accessibility links

logo-print

უკრაინის აღმოსავლეთში დაიწყო ანტიტერორისტული სპეცოპერაცია


ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ქვეყნის აღმოსავლეთში სპეცოპერაციის დაწყების შესახებ. ეს არის განკარგულება „ტერორისტული საფრთხის თავიდან აცილებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გადაუდებელი ზომების შესახებ“. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ანდრეი პარუბიის. ტურჩინოვი სათავეში ჩაუდგა სპეცოპერაციის შტაბს. ოპერაციის სარდლობა დაევალა უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს ვასილი კრუტოვს. მანამდე ტურჩინოვმა განაცხადა, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები. ორშაბათს საღამოს სააგენტო „უნიანმა“ საიტზე განათავსა შეიარაღებული დაჯგუფებების მეთაურთა საუბრის ჩანაწერი. ერთ-ერთი მოსაუბრე მეორეს უყვება რამდენიმე ავტომანქანის განადგურებაზე, რომლებშიც მაღალჩინოსანი სამხედროები იმყოფებოდნენ. საუბარში აღნიშნავენ უკრაინის ანტიტერორისტული ქვედანაყოფის მეთაურის დაჭრის შესახებაც. ეს ფაქტი ოფიციალურად არავის დაუდასტურებია ან უარუყვია.
XS
SM
MD
LG