Accessibility links

logo-print

რინატ ახმეტოვი: "ერთადერთი იარაღი მოლაპარაკებების მაგიდაა"


ცნობილი დონეცკელი ბიზნესმენი, „სისტემ კაპიტალ მენეჯმენტის“ პრეზიდენტი რინატ ახმეტოვი აცხადებს: „მხოლოდ მოლაპარაკებები, მხოლოდ მშვიდობიანი გზა გამოგვიყვანს კრიზისიდან. დღეს უნდა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ - როგორ გავაერთიანოთ ქვეყანა? კი არ დავშალოთ, არამედ შევაწებოთ. როგორი წებო გვჭირდება ამისთვის? ეს ნამდვილად არ არის არც იარაღი, არც პისტოლეტები, არც ავტომატები. იარაღით არაფერი მოგვარდება!“. რინატ ახმეტოვი ირწმუნება, რომ წლების განმავლობაში მისი პოზიცია არ შეცვლილა - მხარს უჭერს ძლიერ, დამოუკიდებელ და ერთიან უკრაინას: „დარწმუნებული ვარ - დღეს ერთადერთი იარაღი მოლაპარაკებების მაგიდაა. მხოლოდ ასე შეიძლება დაესვას წერტილი დაძაბულობის ესკალაციას. მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდაა ის გზა, რომლითაც გაიმარჯვებს მთელი ქვეყანა და თითოეული უკრაინელი“, - აცხადებს „სისტემ კაპიტალ მენეჯმენტის“ პრეზიდენტი რინატ ახმეტოვი და ასე ასრულებს კომენტარს: „მე დონეცკში დავიბადე და გავიზარდე. აქ ვცხოვრობ, აქ არის ჩემი სახლი, ჩემი გუნდი. აქ არიან ჩემი მეგობრები, ნათესავები და ახლობლები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დონბასის ხმა გაიგონონ, რომ დონბასს პატივი სცენ. რაც მთავარია - დონბასი და უკრაინა მარად ერთიანნი უნდა იყვნენ“.
XS
SM
MD
LG