Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: დიალოგზე უკრაინის წინადადება დაგვიანებული ნაბიჯია სწორი მიმართულებით


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „ძალიან დაგვიანებულ, მაგრამ სწორი მიმართულებით გადადგმულ“ ნაბიჯად მიიჩნევს კიევის წინადადებას მოლაპარაკება გამართოს აღმოსავლეთ უკრაინის პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებთან. ლავროვი ამ განცხადებით პეკინში გამოვიდა. მან „მიუღებელი“ უწოდა ძალის გამოყენებას კრიზისის განმუხტვისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც სეპარატისტებს სულ მცირე 10 ქალაქში აქვთ დაკავებული სამთავრობო შენობები. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრ ტურჩინოვი აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა დონეცკის რეგიონში წუხელ „ანტი-ტერორისტული ოპერაცია“ დაიწყეს. ტურჩინოვმა რუსეთს ბრალი დასდო უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის „ვერაგული გეგმის“ ქონაში. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 14 აპრილს სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდა თავისი გავლენა საიმისოდ გამოიყენოს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტებმა პოზიციები დათმონ. რუსეთი უარყოფს უკრაინის მოვლენებში რაიმე ფორმით ჩართულობას.
XS
SM
MD
LG