Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარშან რუსეთში 461-მა ბავშვმა მოიკლა თავი


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით, გასულ წელს ქვეყანაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 461-მა ბავშვმა. მარკინის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად სულ მცირე ერთი ბავშვი ხდება სუიციდის მსხვერპლი. მარკინის განცხადებით, ბავშვთა თვითმკვლელობის ძირითადი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, მათი განცდების და პრობლემების მიმართ გარშემომყოფთა გულგრილობა და ჩაურევლობა ხდება. ამასთან, მარკინი ამბობს, რომ ყველაზე დაუცველებად ბავშვთა სახლების აღსაზრდელები რჩებიან. შარშან ასეთი სახლების სულ მცირე 200 აღსაზრდელი გახდა სისხლის სამართლის დანაშაულთა მსხვერპლი. დანაშაულთა 15 პროცენტი სექსუალურ ძალადობას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG