Accessibility links

logo-print

ინდოეთის სასამართლომ მესამე სქესი ცნო


ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ საეტაპო მნიშვნელობის გადაწყვეტილებით მესამე სქესის არსებობა აღიარა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრანსგენდერი ადამიანები ამიერიდან შესძლებენ ამგვარად აღირიცხონ ოფიციალურ დოკუმენტებზე. უზენაესმა სასამართლომ ადგილობრივ და ფედერალურ მთავრობებს მოუწოდა ტრანსგენდერი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ სოციალური დაცვის ის მექანიზმები, რომლითაც სხვა უმცირესობები სარგებლობენ. ამ დრომდე ტრანსგენდერ მოქალაქეებს ოფიციალურ დოკუმენტებში საკუთარი თავის ან მამრობითი, ან მდედრობითი სქესის წარმომადგენლად აღიარება უწევდათ. აქტივისტების განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება შვებას მოუტანს მილიონობით ადამიანს - მათ, ვინც ინდოეთის კონსერვატიულ საზოგადოებაში დისკრიმინაციის მსხვერპლია. ინდოეთში 2 მილიონამდე ტრანსგენდერი ადამიანი ცხოვრობს. მათგან ბევრი თავის გატანის გზად ქორწილებში და სხვა წვეულებებში სიმღერას და ცეკვას ირჩევს. სხვებს მათხოვრობა ან პროსტიტუცია უწევთ.
XS
SM
MD
LG