Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ კოვალის განცხადებით, არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია


უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიხაილ კოვალის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. კოვალმა აღნიშნა, რომ უკრაინის კანონმდებლობით, შეიარაღებულ ძალებს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეუძლიათ დაიწყონ მოქმედება ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში. უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა 14 აპრილს მოაწერა ხელი ქვეყნის აღმოსავლეთში სამხედროთა მონაწილეობით ანტიტერორსტული ოპერაციის დაწყების განკარგულებას. მანამდე ოფიციალურმა კიევმა სეპარატისტულად განწყობილ დაჯგუფებებს იარაღის ჩაბარება და ადმინისტრაციული შენობების დატოვება მოთხოვა, თუმცა ულტიმატუმი არ შესრულდა.
XS
SM
MD
LG