Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უკრაინაზე მსჯელობენ


ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში მართავენ შეხვედრას, რომელზეც უკრაინის კრიზისს განიხილავენ. შეხვედრის მონაწილეებს 15 აპრილს მიმართავს ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი და იმის შესახებ მოუთხრობს, თუ რას აკეთებს ალიანსი აღმოსავლელი ევროპელი წევრი ქვეყნების გასაძლიერებლად. უკრაინის კრიზისმა ბიძგი მისცა შეშფოთებას, რომ რუსეთი თავისი გავლენის ყოფილ სფეროზე კონტროლის აღდგენას გეგმავს. შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებებში რასმუსენმა თქვა, რომ აღმოსავლელი წევრების შეშფოთების პასუხად ნატო სამგანზომილებიან რეაგირებას გეგმავს - „გაძლიერებულ თავდაცვის გეგმებს, გაფართოებულ წვრთნებს და შესაბამის დისლოცირებას“. რასმუსენი რუსეთს მოუწოდებს მოახდინოს კრიზისის დეესკალაცია.
XS
SM
MD
LG