Accessibility links

logo-print

ვრცელდება ცნობები უკრაინის ქალაქ კრამატორსკში ოპერაციის დაწყების შესახებ


გავრცელებული ცნობებით, უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა დაიწყეს ოპერაცია აღმოსავლეთის ქალაქ კრამატორსკში პრო-რუსულად განწყობილი ჯგუფის წინააღმდეგ. არის ცნობები ქალაქის აეროპორტში სროლის შესახებ. რუსეთის სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს პრო-რუსულად განწყობილი დონბასის მოხალისეთა ჯგუფის ხელმძღვანელის, სერგეი ციპლატკოვის სიტყვებს - რომ დაჭრილია მისი გუნდის ორი წევრი. სააგენტო „როიტერსი“ თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება, რომ აეროპორტში ორი ვერტმფრენი დაეშვა და იქიდან უკრაინის არმიის წევრები გადმოვიდნენ.
XS
SM
MD
LG