Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ აძვში დააკავეს ჟურნალისტები


რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა სოფელ აძვში დააკავეს ტელეკომპანია "TV 3"-ის გადამღები ჯგუფის წევრები - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის თანამშრომელი, მიხეილ მიხოევი. ტელეკომპანიის ცნობით, ჟურნალისტები აძვში საზღვრის გადმოწევის გაშუქების მიზნით იმყოფებოდნენ. საინფორმაციო საშუალებები საქართველოს შსს-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ჟურნალისტების ადგიმსამყოფელი ჯერჯერობით გაურკვეველია.
XS
SM
MD
LG