Accessibility links

იუწყებიან, რომ ოსური მხარე ადასტურებს ჟურნალისტების დაკავებას


რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ოსური მხარე ადასტურებს ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტს. კორესპონდენტი „ფეისბუქით“ ავრცელებს დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენლის, მურად ჯიოევის სიტყვებს - რომ საქართველოს სამმა მოქალაქემ სოფელ აძვთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია. ჯიოევის თქმით, წინასწარი ინფორმაციით დაკავებულები ჟურნალისტები არიან და ცხინვალის საგამოძიებო ორგანოები ამჟამად მათი ვინაობის დასადგენად მუშაობენ. რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა სოფელ აძვში დააკავეს ტელეკომპანია "TV 3"-ის გადამღები ჯგუფის წევრები - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის თანამშრომელი, მიხეილ მიხოევი. ტელეკომპანიის ცნობით, ჟურნალისტები აძვში საზღვრის გადმოწევის გაშუქების მიზნით იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG