Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურჩინოვი: უკრაინის ძალებმა კრამატორსკის აეროპორტი დაიკავეს


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ტურჩინოვის ცნობით, მთავრობის ძალებმა დაიკავეს აღმოსავლეთის ქალაქ კრამატორსკის აეროპორტი. პროცესს თან სროლა ახლდა, არის ცნობები დაშავებულების შესახებ. პარალელურად, უკრაინის არმიის წარმომადგენლები, დაჯავშნული მანქანების თანხლებით, აღმოსავლეთის ქალაქ სლოვიანსკშიც შევიდნენ. ერთი დღით ადრე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალა იქნება გამოყენებული სამთავრობო კონტროლის დასაბრუნებლად სულ მცირე 10 ქალაქში, სადაც პრო-რუსულად განწყობილმა ჯგუფებმა მთავრობის შენობები დაიკავეს. ტურჩინოვმა „ტერორისტები“ უწოდა პრო-რუსულად განწყობილ ჯგუფებს, რომლებსაც აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის შენობები აქვთ დაკავებული.
XS
SM
MD
LG