Accessibility links

ევროკავშირთან დაკავშირებული მითების ანატომია


თამარ ბერუჩაშვილი

თამარ ბერუჩაშვილი

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 15 აპრილს საგანგებო განცხადება გაავრცელა და საჭიროდ ჩათვალა გაექარწყლებინა მითი, რომლის თანახმადაც, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში შესვლის შედეგად, პრობლემები შეექმნებათ ქართველ ფერმერებს და, ასევე, გაძვირდება საკვები. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიიჩნევს, რომ ფაქტების დამახინჯება და მითების გავრცელება შეგნებულად ხდება. ერთ-ერთი მითის თანახმად, „ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს".

ამ და სხვა მითებზე და მათი წარმოშობის საფუძვლებზე ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილთან, რომელიც სამშაბათს პრაღაში რადიო თავისუფლების სათავო ოფისს სტუმრობდა. შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც ვრცელი სახით რადიო თავისუფლების ეთერში ხუთშაბათს, 17 აპრილს, გავა.
XS
SM
MD
LG