Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა იმსჯელეს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე


კრემლის საიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, სამშაბათს გერმანიის კანცლერის ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის. თემა უკრაინაში შექმნილი ვითარება იყო. რუსეთის პრეზიდენტს აღუნიშნავს, რომ უკრაინაში „კონფლიქტის მკვეთრი ესკალაცია ქვეყანას სამოქალაქო ომის ზღვარზე აყენებს“. ვლადიმირ პუტინმა და ანგელა მერკელმა გამოთქვეს იმედი, რომ 17 აპრილისთვის დანიშნულ ოთხმრივ მოლაპარაკებებზე შესაძლებელი გახდება ვითარების მშვიდობიან ჩარჩოებში გადატანის ხელშემწყობი გადაწყვეტილების მიღება. კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს შეახსენა უკრაინის ეკონომიკის სტაბილურობისა და ევროპაში რუსეთის ბუნებრივი აირის ტრანზიტის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.
XS
SM
MD
LG