Accessibility links

logo-print

სლავიანსკის ქალაქის საბჭო გარშემორტყმულია რუსეთის დროშიანი ჯავშანმანქანებით


რადიო თავისუფლების კორესპონდენტი დონეცკის ოლქიდან იუწყება, რომ სლავიანსკის ქალაქის საბჭო რუსეთის დროშიანი სადესანტო ჯავშანმანქანებით არის გარშემორტყმული. მანამდე პრო-რუსულად განწყობილმა აქტივისტებმა კრამატორსკში შეაჩერეს უკრაინის არმიის სამი ჯავშანმანქანა, რომელიც იქ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში შევიდა. სეპარატისტებმა, რომლებსაც კამუფლიაჟიანი, კარგად შეიარაღებული „მწვანე კაცუნებად“ ცნობილი პირები ხელმძღვანელობდნენ, შეიპყრეს და განაიარაღეს უკრაინის ჯავშანტექნიკა. მოგვიანებით სამი, რუსეთის დროშიანი სამხედრო მანქანა სლავიანსკში ჩავიდა.
XS
SM
MD
LG