Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიულე რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებზე მიანიშნებს


ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, შტეფან ფიულე რუსეთს აფრთხილებს, რომ ევროკავშირის სანქციები შესაძლოა თანდათან „გაფართოვდეს და ეკონომიკური სფეროების ფართო სპექტრი მოიცვას“, თუ მოსკოვი გააგრძელებს უკრაინის დესტაბილიზაციას. სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ფიულემ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული ჯგუფების „კოორდინირებული და პროფესიონალური მოქმედება“ ახლახან ყირიმში განვითარებულ სცენარს ჩამოჰგავს. ამასთან, ფიულემ განაცხადა, რომ ევროკომისიამ მაისში ბრიუსელში მიიწვია უკრაინის, საქართველოს და მოლდავეთის მთავრობათა წარმომადგენლები, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მხარდაჭერა. ევროკომისრის თანახმად, ევროკავშირი ერთობლივად უპასუხებს წერილს, რომლითაც ბლოკის 18 წევრ ქვეყანას მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და რომელიც ეხება უკრაინაში ენერგიის თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას. ფიულეს თქმით, ბრიუსელი დათანხმდება რუსეთთან და უკრაინასთან კონსულტაციების გამართვას, ენერგიის მიწოდების და ტრანზიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG