Accessibility links

ქართულმა ოცეულმა ქაბულში ბაზის დაცვის მისია გადაიბარა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მისია გადაიბარა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაძლიერებულმა ოცეულმა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბაზა „ფენიქსზე“ გამართულ ოფიციალურ ცერემონიას ქართველ სამხედრო ხელმძღვანელობასთან ერთად ამერიკელი, თურქი და ალბანელი სამხედროებიც დაესწრნენ. „შავნაბადას“ ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „ფენიქსზე“ 6 თვის განმავლობაში იქნება დისლოცირებული.
XS
SM
MD
LG