Accessibility links

logo-print

დნესტრისპირეთი მოსკოვს დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს


მოლდავეთის სეპარატისტული, დნესტრისპირეთის რეგიონის დეპუტატებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას, გაეროს და ეუთოს მიმართეს თხოვნით, აღიარონ მათი რეგიონის დამოუკიდებლობა. ოფიციალურ მიმართვაში, რომელიც დნესტრისპირეთის უზენაესმა საბჭომ 16 აპრილს დამტკიცა, დეპუტატები აცხადებენ, რომ მათი თხოვნა ეფუძნება სეპარატისტულ რეგიონში 2006 წლის სექტემბერში ჩატარებულ რეფერენდუმს. ამ რეფერენდუმის ოფიციალური შედეგებით ამომრჩევლის 97-მა პროცენტმა მისცა ხმა რეგიონის მოლდავეთისგან გამოყოფას და რუსეთის ფედერაციასთან მიერთების უფლებას. დნესტრისპირეთი მოლდავეთს ხანმოკლე ომის შედეგად 1992 წელს გამოეყო. რეგიონის დე-ფაქტო დამოუკიდებლობა საერთაშორისოდ არ არის აღიარებული.
XS
SM
MD
LG