Accessibility links

ჟენევის მოლაპარაკების 27-ე რაუნდის დასრულების შემდეგ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის მხარე დათანხმდა კულტურულ და ისტორიულ ძეგლებზე ქართველი სპეციალისტები დაუშვას, თუმცა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის ცნობითაც, ჟენევის დისკუსიის ფარგლებში საუბარი იყო სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეისწავლის აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლების მდგომარეობას და აფხაზეთიდან გატანილი სამუზეუმო ექსპონატებისა და საარქივო მასალების სოხუმში დაბრუნების შესაძლებლობას. რაზე შეთანხმდენ ჟენევის დისკუსიის მონაწილე მხარეები და რის დაბრუნებას ითხოვს სოხუმი თბილისისგან?

საქართველოს ბეჭდურმა მედიამ სენსაციური ცნობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილზე დაყრდნობით გაავრცელა, პასუხად აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ განაცხადა, რომ დისკუსიის მონაწილე მხარეები სულ სხვა რამეზე შეთანხმდნენ:

„სინამდვილეში, ჟენევაში ლაპარაკი იყო აფხაზეთიდან თბილისში გატანილი კულტურული ფასეულობების უკან დაბრუნების მექანიზმის შესწავლის საკითხზე. ეს იყო და ეს. როგორც ჩანს, ადგილი აქვს ჩვეულებრივ გაუგებრობას იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთისა და საქართველოს მხარეები ხშირად ლაპარაკობენ სხვადასხვა ენაზე - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით“.

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილმა რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ, მართლაც, დააყენა თბილისში დაცული გარკვეული კულტურულ-ისტორიული ექსპონატების მოძიებისა და სოხუმში დაბრუნების მექანიზმის შექმნის საკითხი, თუმცა ამავე შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ძეგლების მდგომარეობის გამოკვლევასა და შესწავლაზე, რასაც ქართული მხარე დისკუსიის თითქმის ყველა რაუნდზე ითხოვდა:

„ჩვენ ვუპასუხეთ, რომ სხვა საკითხებიც უნდა ჩავრთოთ. რამდენი რაუნდია, რომ რეგულარულად ვაყენებთ ძეგლების საკითხს. თანაც ვუთხარით, რომ თუკი თქვენ თვლით, რომ ეს მნიშვნელოვანია და აფხაზი ექსპერტებიც შეშფოთებული არიან ძეგლების მდგომარეობითა და შავი არქეოლოგიით, მაშინ ეს საკითხები უფრო ფართოდ უნდა იქნეს განხილულიო. და ამაზე არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა“.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მართალია, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არაა, მაგრამ დაფიქსირდა აშკარად პოზიტიური ძვრა ისეთი კომისიის შექმნის პერსპექტივის სახით, რომელშიც ქართველი, აფხაზი და,
მათი წარმომავლობა უდავოდ აფხაზეთიდან არის. საკამათოა ის, თუ სად უნდა ინახებოდეს. როცა იყო საბჭოთა საქართველო, ამ ექსპონატებს აგროვებდნენ თბილისში, ცენტრალურ მუზეუმებში, თუმცა უკვე მაშინ იდგა მწვავედ გადაცემის საკითხი...
სავარაუდოდ, საერთაშორისო ექსპერტები შევლენ, თუმცა, როგორც აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას კომენტარიდან ირკვევა, მხარეებს განსხვავებულად ესმით თანამშრომლობის პერსპექტივა და ასპექტები. ვიაჩესლავ ჩირიკბას თქმით, სოხუმი ისედაც დაინტერესებულია მის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვით:

„აფხაზეთის ტერიტორიაზე ბევრი უძველესი ძეგლია, რომელიც რესტავრაციას და მოვლას საჭიროებს, მაგალითად, მეხუთე საუკუნის ლიხნის მონასტერი. ამიტომ წინააღმდეგი არ ვართ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც შეაფასებენ ჩვენი ძეგლების მდგომარეობას და მოგვცემენ რეკომენდაციებს კონსერვირებასა ან კვალიფიუციურ რესტავრაციასთან დაკავშირებით. ლაპარაკია აფხაზურ ეკლესიებსა და მონასტრებზე“.

ვიაჩესლავ ჩირიკბას თქმით, თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის მთავარი საზრუნავი აფხაზეთიდან გატანილი სამუზეუმო და საარქივო ექსპონატების დაბრუნებაა:

„აშკარაა, რომ ჩვენი კულტურული ფასეულობები უნდა დაბრუნდეს. ახლა მათ ჩამოთვლას არ შევუდგები, მაგრამ სათანადო დოკუმენტს აუცილებლად წარვუდგენთ ჟენევის დისკუსიის მონაწილე მხარეებს. კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი გატანილ იქნა როგორც რუსეთის იმპერიის დროს, ვიაჩესლავ ჩირიკბა

ვიაჩესლავ ჩირიკბა

ასევე საბჭოთა კავშირის და მისი დაშლის შემდგომ პერიოდებში, ომის დროს. ასე რომ, სია ვრცელია. ესაა აფხაზური კულტურის ნაწილი და ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს სამშობლოში“.

პოლიტიკოსების მსგავსად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კუთვნილების საკითხი განსხვავებულად ესმით ქართველ და აფხაზ მეცნიერებსაც. ისტორიკოს გიორგი ანჩაბაძის თქმით, აფხაზები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ითხოვდნენ ბედიის ბარძიმის, აფხაზეთის უკანასკნელი კათალიკოსის კვერთხის და სხვა მნიშვნელოვანი ნივთების აფხაზეთში დაბრუნებას.

„მათი წარმომავლობა უდავოდ აფხაზეთიდან არის. საკამათოა ის, თუ სად უნდა ინახებოდეს. როცა იყო საბჭოთა საქართველო, ამ ექსპონატებს აგროვებდნენ თბილისში, ცენტრალურ მუზეუმებში, თუმცა უკვე მაშინ იდგა მწვავედ გადაცემის საკითხი. 1978 წელს გამოსვლები რომ იყო სოხუმში, მაშინაც იყო ეს მოთხოვნები. სად უნდა იყოს ეს ექსპონატები? ძნელი სათქმელია! როგორც ყველა კამათის დროს, აქაც არის ორი მხარე და ორი სიმართლე“, - უთხრა გიორგი ანჩაბაძემ რადიო თავისუფლებას.

გიორგი ანჩაბაძე იმედოვნებს, რომ მხარეები პოლიტიკური კომპრომისის საფუძველშე შეძლებენ პოზიციების შეჯერებას: აფხაზეთში დაბრუნდება მნიშვნელოვანი ისტორიული ექსპონატების ნაწილი, ხოლო ქართველი მეცნიერები შეძლებენ აფხაზეთში მდებარე ძეგლების გამოკვლევას, ანუ ორივე მხარე მიაღწევს საწადელს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა მკვდარი წერტილიდან დაძრას მოლაპარაკების პროცესი.
XS
SM
MD
LG