Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა 15 აპრილს, გორის რაიონის სოფელ აძვში რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ტელეკომპანია „TV 3"-ის გადამღები ჯგუფის დაკავებას. სამინისტროს თქმით, მან ჟურნალისტების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად მიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თაობაზე, რომელშიც რუსეთი ამტკიცებს, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა სოფელ აძვთან საზღვარი მიზანმიმართულად და დემონსტრაციულად დაარღვიეს და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გადაღება დაიწყეს. „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას. მიგვაჩნია, რომ სწორედ რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ქართველი ჟურნალისტების უკანონო დაკავება არის მორიგი პროვოკაცია“ - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.
XS
SM
MD
LG