Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე დღეა გრძელდება სამხრეთ კორეის ჩაძირული ბორნის მგზავრთა ძებნა


მეორე დღეა გრძელდება სამხრეთ კორეის სამგზავრო ბორნის ჩაძირვის შედეგად დაკარგული ადამიანების ძებნა. დაკარგულად დაახლოებით 290 პირი ითვლება. ამ დროისთვის მაშველებმა გადაარჩინეს 179 ადამიანი, 6 დაღუპულია. სამხრეთ კორეის ბორანზე დაახლოებით 460 მგზავრი იმყოფებოდა. ის 16 აპრილს, დილაადრიან, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით ჩაიძირა. მგზავრებიდან 300-ზე მეტი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები იყვნენ. ისინი კუნძულ ჯეჯუზე ექსკურსიაზე მიემგზავრებოდნენ. სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯერჯერობით წარმოდგენა არ აქვს რატომ ჩაიძირა ბორანი. ზოგიერთი თვითმხილველის თქმით, ბორნის ჩაძირვამდე ძლიერი ხმაური გაისმა.
XS
SM
MD
LG