Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჟენევაში გაიმართება მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისზე


აშშ-ის, რუსეთის, უკრაინისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები დღეს ჟენევაში შეიკრიბებიან უკრაინის კრიზისზე სამსჯელოდ. ჟენევაში ჩასულმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი დეშიცამ განაცხადა, რომ კიევს სურს მოსკოვთან საუბარი, თუმცა, რუსეთს არ აქვს უფლება უკრაინას უკარნახოს - როგორ მართოს ქვეყანა. უკრაინის კრიზისზე ჟენევის ოთხმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები - სერგეი ლავროვი და ჯონ კერი.
XS
SM
MD
LG