Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მაღალჩინოსანმა უკრაინას ეროვნული დიალოგისკენ მოუწოდა


გაეროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ არეულობა უკრაინის აღმოსავლეთში მთელი ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. 16 აპრილს გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა საკითხებში ივან სიმონოვიჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა ბოლო ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. სიმონოვიჩმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში უნდა შეწყდეს საპროტესტოდ განწყობილი ადამიანების შეიარაღება და უნდა შედგეს „ყოვლისმომცველი, მდგრადი და შინაარსიანი ეროვნული დიალოგი“. გაეროს ანგარიშში უარყოფილია რუსეთის მიერ მიწოდებული ფაქტი - თითქოს რეგიონში თავს ესხმიან რუსი ეროვნების უმცირესობას. რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშს „მიკერძოებული“ უწოდა. ბრიტანეთის ელჩმა მარკ ლაილმა გააკრიტიკა რუსეთი უკრაინის კრიზისზე „ამბების შეთხზვისთვის“. აშშ-ის ელჩმა სამანთა პაუერმა მოსკოვი დაადანაშაულა „კარგად მართული პროვოკაციული კამპანიის“ წარმართვაში. უკრაინის ელჩმა გაეროში იური სერგეევმა განაცხადა, რომ კორუფციისა და წარსულის სხვა მანკიერებების დასაძლევად უკრაინას სჭირდება, რომ რუსეთმა მას თავი დაანებოს.
XS
SM
MD
LG