Accessibility links

logo-print

პუტინის შეფასებით, რუსმა სამხედროებმა პროფესიონალურად იმოქმედეს ყირიმში


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა პროფესიონალურად იმოქმედეს ყირიმში, თავდაცვის მიზნით შექმნილ ადგილობრივ ძალებთან ერთად, რათა არ დაეშვათ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და უზრუნველეყოთ უსაფრთხოება 16 მარტის რეფერენდუმზე. პუტინმა ეს განცხადება გააკეთა მოქალაქეების შეკითხვებზე პასუხისას. ყოველწლიური ბრიფინგი ახლაც მიმდინარეობს. აღმოსავლეთ უკრაინაზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხალხი შეშფოთებულია მომავლით, კიევში „ანტიკონსტიტუციური გადატრიალების“ შემდეგ.
XS
SM
MD
LG