Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მოლდავეთში ჩადის


აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი დღეს ჩადის მოლდავეთში. ის გამოდის მოლდავეთის და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარებისაკენ მოწოდებით უკრაინაში რუსეთის მოქმედების გამო. შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინის გავლით შეიჭრას მოლდავეთში და მოახდინოს დნესტრისპირეთის ოკუპაცია. ამ სეპარატისტულ რეგიონში, რომელმაც 1990 წელს გამოაცხადა მოლდავეთისაგან დამოუკიდებლობა, მოსკოვს 1400-კაციანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს. მაკკეინმა 16 აპრილს ვილნიუსში ვიზიტისას გააკრიტიკა დასავლეთის რეაქცია უკრაინაში რუსეთის მოქმედებაზე - მას "თითქმის სასაცილო" უწოდა - და გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროა უფრო მტკიცე პოზიცია კრემლის შესაჩერებლად.
XS
SM
MD
LG