Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის თქმით, ყირიმში ინტერვენცია ნაწილობრივ იყო განპირობებული ნატოს გაფართოების გეგმით


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ყირიმში რუსეთის ინტერვენცია, ნაწილობრივ, იყო განპირობებული ნატოს გაფართოების გეგმით. როგორც პუტინმა თქვა, რუსეთს არ ეშინია ნატოს გაფართოებისა, მაგრამ უნდა მიმართოს საპასუხო ზომებს. პუტინმა ეს განცხადება გააკეთა მოქალაქეების შეკითხვებზე პასუხისას. აღმოსავლეთ უკრაინაზე საუბრისას, პუტინმა უარყო ბრალდება, რომ რუსი ჯარისკაცები და აგენტები არიან ჩართული სეპარატისტების ამჟამინდელ გამოსვლებში. „სისულელეა ეს ყველაფერი! უკრაინის აღმოსავლეთში არ არიან არანაირი რუსული ქვედანაყოფები, არც სპეცსამსახურები, არც ინსტრუქტორები - ეს სულ ადგილობრივი მოქალაქეები არიან. ამის საუკეთესო მტკიცებულებაა ხალხი, რომელმაც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ნიღბები ჩამოიხსნა. და, როგორც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვუთხარი, მათ წასასვლელი არსადა აქვთ - ისინი არსად არ წავლენ“, განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება კანონიერი არ არის, მაგრამ მოსკოვი არ ამბობს უარს კიევში ვინმესთან კონტაქტზე.
XS
SM
MD
LG