Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უამინდობა აძნელებს სამხრეთ კორეასთან ჩაძირულ ბორანზე მყოფთა ძებნას


სამხრეთ კორეის ნაპირთან გრძელდება სამგზავრო ბორნის ჩაძირვის შემდეგ დაკარგულების - ბოლო ინფორმაციით, 290-მდე ადამიანის - ძებნა. უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები არიან. სამაშველო სამუშაოებს უამინდობა აძნელებს. მაშველებმა 179 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დადასტურებულია, რომ დაიღუპა ცხრა ადამიანი. 16 აპრილს ბორანზე 460-მდე მგზავრი იმყოფებოდა, როცა ის სამხრეთ კორეის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირთან ჩაიძირა.
XS
SM
MD
LG