Accessibility links

logo-print

ჰომოფობიური მანიპულაციები ევროდისკრედიტაციისთვის


თბილისი, 2013 წლის 17 მაისი

თბილისი, 2013 წლის 17 მაისი

17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სასულიერო პირები და მრევლი ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ფართომასშტაბიან მსვლელობას გეგმავენ. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ლგბტ უფლებების დამცველთა აქტივობები, რომლებიც ტრადიციებსა და რელიგიას ხელყოფს, და აკრიტიკებენ რამდენიმე დღის წინ თბილისში, ევროპის მოედანზე, გამართულ კონცერტს - „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“. საინიციატივო ჯგუფის მიერ დაგეგმილ მსვლელობას ლგბტ უფლებების დამცველები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები პრორუსული ძალების მიერ ევროკავშირის დისკრედიტაციად აფასებენ.

საქართველოს პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვას ფართო დისკუსია და, მეტიც, სასულიერო პირებისგან ანათემაზე გადაცემის მუქარაც კი მოჰყვა:

„აუცილებლად გამოვიყენებთ საშუალებას, წმინდა სინოდს სასულიერო პირებმა, მრევლმა მივმართოთ, რათა მოხდეს განკანონება, ანათემირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ხელს შეუწყობს საქართველოში მამათმავლობის, დედათმავლობის დაკანონება-ნორმად ქცევას“...

და მაშინ, როდესაც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას დეკანოზი დავით ისაკაძე კომიტეტის სხდომაზე ანათემაზე გადაცემით ემუქრებოდა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, რადგან კანონპროექტი დისკრიმინაციის საფუძვლად განიხილავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს, პარალელურად საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ამ ეტაპზე კონკრეტული სახელი არ გააჩნია, მართავს პრესკონფერენციას. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი უფლებადამცველები შეურაცხყოფენ ქართულ ტრადიციას, ქართულ სიწმინდეებს და ევროკავშირის ხელშეწყობით დაფინანსებული კონცერტების საშუალებით გარყვნილებას ქადაგებენ. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მაკა ნიკოლაშვილი, იმ კონცერტზე საუბრობს, რომელიც 13 აპრილს თბილისში, ევროპის მოედანზე, გაიმართა მესიჯით - „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“:

„მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, როგორიც იყო, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ „ევროპის მოედანზე“ ჩატარებული აქცია-კონცერტი, რომელიც ლგბტ დამცველი ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული, ხელისუფლება არ უნდა უშვებდეს. თითოეულ ემბლემაზე ეწერა, რომ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ“, - ამბობს მაკა ნიკოლაშვილი.
უკვე შედგენილი გვაქვს აპრილ-მაისის რეპერტუარი. ამ რეპერტუარში ეს ფილმი არ ზის. 17 მაისს ჩვენს ეკრანებზე სულ სხვა ფილმი გამოდის. ეს ინფორმაცია საიდან მოვიდა...


საინიციატივო ჯგუფი 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, წარმომადგენლობით მსვლელობას მართავს ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც, მათი თქმით, გამოფენილი იქნება ის მასალა, რომელსაც ლგბტ უფლებადამცველები, ფემინისტები და ათეისტები აქტიურად ავრცელებენ და რომლის საშუალებითაც ისინი რელიგიას შეურაცყოფენ. მსვლელობის ერთ-ერთ ინსპირაციას, მათი თქმით, ასევე წარმოადგენს ლგბტ უფლებათა დამცველი ორგანიზაციების დაფინანსებით გადაღებული მხატვრული ფილმი, რომელიც სექსუალურ უმცირესობათა გარყვნილ ცხოვრებას ეძღვნება. მათი ინფორმაციით, ფილმის ჩვენება კინოთეატრებში 17 მაისს უნდა გაიმართოს, თუმცა არც თავად ფილმისა და არც ფილმის პრეზენტაციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს კინოთეატრ „რუსთაველისა“ და „ამირანის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ირინა კილოსანიძე.

​„უკვე შედგენილი გვაქვს აპრილ-მაისის რეპერტუარი. ამ რეპერტუარში ეს ფილმი არ ზის. 17 მაისს ჩვენს ეკრანებზე სულ სხვა ფილმი გამოდის. ეს ინფორმაცია საიდან მოვიდა, ვინ მოიტანა, ნამდვილად ვერ გეტყვით“, - ამბობს ირინა კილოსანიძე.
ირაკლი ვაჭარაძე

ირაკლი ვაჭარაძე

ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაცია „იდენტობა“ 17 მაისს საინიციატივო ჯგუფის მიერ დაგეგმილ ფართომასშტაბიან მსვლელობას რუსეთთან საეჭვო კავშირების მქონე ჯგუფების გააქტიურებასა და სიტუაციის ხელოვნურად გამწვავებას უკავშირებს. ირაკლი ვაჭარაძე, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ლგბტ ადამიანების დემონიზაციითა და მათი საყოველთაო ადამიანის უფლებების ევროკავშირთან ხელოვნურად დაკავშირებით, პრორუსული დაჯგუფებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ჩაშლას და ამ გზით ევროკავშირის დისკრედიტაციას ცდილობენ“.
ყველა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს ამ იდეის დისკრედიტაციას და დაჰყავს ეს თემა ლგბტ თემის პოპულარიზაციამდე, ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და კეთილდღეობას ეწინააღმდეგება და ეს ყველაფერი არასერიოზულ ფორმებს იღებს...


ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, მიიჩნევს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ევროინტეგრაციის იდეას აიგივებს ლგბტ თემის პოპულარიზაციასთან, რუსული ინტერესების მატარებელია. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, სწორედ მსგავსი მესიჯებით ცდილობს რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ანტიევროპული აზროვნების გაღვივებას და ევროინტეგრაციის დისკრედიტაციას:

„ყველა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს ამ იდეის დისკრედიტაციას და დაჰყავს ეს თემა ლგბტ თემის პოპულარიზაციამდე, ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და კეთილდღეობას ეწინააღმდეგება და ეს ყველაფერი არასერიოზულ ფორმებს იღებს, როდესაც ამ თემამდე ცდილობენ ევროპული ინტეგრაციის დაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამ პროცესის მიმართ უნდობლობის გამოწვევას“.

პრორუსულ ორიენტაციას უარყოფს რადიო თავისუფლებასთან საუბარში 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბექა ცხადაია, თუმცა იმას კი არ უარყოფს, რომ მისთვის მიუღებელია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ღონისძიებები, მათ შორის, ევროპის მოედანზე გამართული კონცერტიც.

„პრორუსული ორიენტაციის არ ვარ, მაგრამ ჩემთვის გამაღიზიანებელია, რომ ეს ორგანიზაციები ევროკავშირის მხარდაჭერით და დაფინანსებით აკეთებენ რაღაც ღონისძიებებს“, - ამბობს ბექა ცხადაძე.

17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელსაც, წინასწარი ინფორმაციით, სასულიერო პირები და მრევლიც შეუერთდება, ორგანიზაცია „იდენტობა“ სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, იმისათვის, რომ საბაბი არავის მიეცეს რაიმენაირი პროვოკაციისათვის, 17 მაისს ორგანიზაცია არავითარ აქტივობას არ გეგმავს და, მეტიც, ორგანიზაცია ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ არ იმუშავებს.
XS
SM
MD
LG