Accessibility links

logo-print

ერაყში 12 ჯარისკაცი მოკლეს სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას


ერაყში, სულ ცოტა, 12 ჯარისკაცი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაიჭრა სამხედრო ბაზაზე მოწყობილი თავდასხმისას. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“ არმიის და პოლიციის წარმომადგენლებისაგან მიღებულ ცნობებზე მითითებით იუწყება, რომ სამხედრო ბაზაზე, რომელიც ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულის მახლობლად მდებარეობს, იერიში დაიწყო დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქებით, რის შემდეგაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი დაუშინეს ჯარისკაცებს. შეტაკების დროს დაიღუპა რვა ექსტრემისტიც. ბოლო თვეებში მოსულში მოეწყო რამდენიმე იერიში, რომელზე პასუხისმგებლობასაც აკისრებენ „ალ-ყაიდის“ მოკავშირე სუნიტებს. 30 აპრილს ერაყში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
XS
SM
MD
LG