Accessibility links

ყირგიზეთის პრემიერი „სწორ ნაბიჯად“ მიიჩნევს საბაჟო კავშირში შესვლას


ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი ჯუმართ ოთორბაევი „სწორ ნაბიჯად“ მიიჩნევს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას. ეს ნაბიჯი, ოთორბაევის აზრით, ქვეყანას დაეხმარება მრავალი ეკონომიკური და სოციალური პრობლემის მოგვარებაში. 17 აპრილს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ოთორბაევმა აღნიშნა, რომ ყირგიზული პროდუქციის ექსპორტი, უმეტესწილად, ისედაც ხორციელდება საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებში - ბელორუსიაში, ყაზახეთსა და რუსეთში - და ამიტომ არასწორი იქნებოდა ამ ქვეყნებთან საზღვრების ჩაკეტვა. ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს საბაჟო კავშირში შესვლის არც უარყოფით შედეგებს, თუმცა ფიქრობს, რომ პოზიტიური შედეგები გადასწონის. მოსკოვის გეგმით, საბაჟო კავშირი 2015 წელს უნდა გარდაიქმნას „ევრაზიის ეკონომიკურ სივრცედ“ - ევროკავშირის მსგავს გაერთიანებად.
XS
SM
MD
LG