Accessibility links

იზღუდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება


უკრაინა აძლიერებს რუსეთთან სასაზღვრო კონტროლს, რათა შეზღუდოს თავის ტერიტორიაზე „ბრძოლისუნარიანი ასაკის“ რუსი მამაკაცების შესვლა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის პრესმდივანმა, ოლეგ სლობოდიანმა. მისი თქმით, საზღვრის კონტროლი გაძლიერებულია შესაძლო პროვოკაციებისა და ტერაქტების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით და ყურადღება მიმართულია, პირველ რიგში, „ბრძოლისუნარიანი ასაკის“ მამაკაცებისაკენ, რომლებიც მარტო, ან მომცრო ჯგუფებად გადაადგილდებიან. მანამდე რუსეთის ავიაკომპანია „აეროფლოტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლება „მკაცრ შეზღუდვებს“ უწესებს უკრაინაში ჩასვლის მსურველ რუს მამაკაცებს. 17 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში შესვლა აეკრძალათ 16-დან 60 წლამდე ასაკის რუს მამაკაცებს.
XS
SM
MD
LG