Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრი არჩია


საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს შეავსო სამი ადგილი იმ ხუთი ვაკანსიიდან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში იყო დარჩენილი. დამტკიცებულ იქნა კანდიდატები, რომლებიც ქართული ოცნების და აჭარის ავტონომიის კვოტებით იყვნენ დასახელებული. ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატურა პარლამენტმა ჩააგდო. პირველი კონკურსის შედეგად პარლამენტს უკვე არჩეული ჰყავდა ოთხი მეურვე 9-წევრიან საბჭოში. 17 აპრილის კენჭისყრით მათი რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა - თუმცა ახალი სამეურვეო საბჭო უფლებამოსილების შესრულებას ვერ შეუდგება საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც უფლებამოსილება შეუნარჩუნდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედ წევრებს.
XS
SM
MD
LG