Accessibility links

ჩრდილოეთ კოსოვოში სერბებმა შეწყვიტეს თანამშრომლობა ევროკავშირის მისიასთან


ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებმა სერბებმა განაცხადეს, რომ კანონის უზენაესობის სფეროში ევროკავშირის მისია მათ თემში აღარ იმუშავებს. რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, მისიასთან თანამშრომლობის შეწყვეტია გადაწყვეტილება ოთხი მუნიციპალიტეტის სერბმა ლიდერებმა მიიღეს 16 აპრილის საღამოს. გადაწყვეტილების ფონია მიმდინარე კვირაში კოსოვოელი სერბის დაპატიმრება ეთნიკურად ალბანელი კოსოვოელი პოლიციელის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. პოლიციელი, ენვერ ზიმბერი, სნაიპერმა ჩრდილოეთ კოსოვოში 2011 წლის ივლისში მოკლა. ერთ-ერთი ქალაქის, ზუბინ პოტოკის ადგილობრივი საბჭოს პრეზიდენტმა, ნემანია იაკსიჩმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ დაპატიმრებამ ევროკავშირის მისიასთან ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია და ჩრდილოეთ კოსოვოელი სერბები მისიასთან რამდენიმე საკითხის გარკვევამდე აღარ ითანამშრომლებენ.
XS
SM
MD
LG